რუსთაველის გამზირზე ქალს მანქანა დაეჯახა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპერის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალი გზაზე გადასვლას ცდილობდა. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსმასახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არავის მიუღია და ქალბატონის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით უკვე დაწყებულია, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავტომობილის მძღოლს მიმალვა არ უცდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები