რამაზ საყვარელიძე “ქართულ ოცნებას” “შექმნილი სიტუაციიდან” გამოსავალს სთავაზობს

არ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნებისთვის“ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ ვადამდელი არჩევნები იყოს, აღნიშნულის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას აცხადებს.

„ადრე ვფიქრობდი, რომ მმართველი პარტიისთვის ვადამდელი არჩევნები ხელსაყრელი არ იყო, ისევე როგორც დანარჩენი პარტიებისთვის, მაგრამ მოვლენები ისე ვითარდება, რომ არ არის გამორიცხული, სწორედ ვადამდელი არჩევნები გახდეს „ქართული ოცნებისთვის“ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. როგორც ჩანს, მმართველი პარტია გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. მხედველობაში მაქვს ეკონომიკური პროცესები, რომლებიც არ ქმნის ოპტიმიზმის საფუძველს“,- განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე განცხადებით, არჩევნებზე ყველაზე მეტი შანსი „ქართულ ოცნებას“ ექნება.
„ამ შემთხვევაში შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი ამომრჩევლის სახელისუფლო პარტიისადმი დამოკიდებულებამ ითამაშოს. სახელისუფლო პარტიას ყოველთვის გარანტირებულად აქვს 10-12%. ასევე მნიშვნელოვანია დარჩენილ დროში განხორციელებული სამუშაოები, ვგულისხმობ სამართლიანობის აღდგენის პროცესს და საკადრო ცვლილებებს, რაც გარკვეულ ოპტიმიზმს გამოიწვევს. ეს ხმების მიღების შანსებს გაზრდის, მაგრამ ხელისუფლების პასიურობის მიზეზით გამოწვეული უკმაყოფილება იმდენად მაღალია ხალხში, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს არჩევნებისადმი ნიჰილიზმს“,- განაცხადა საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები