თამარ ბერუჩაშვილი ლამბერტო ზანიერის შეხვდა

 

მოვლენების ასე განვითარებას ძალიან სერიოზული პოტენციალი აქვს დესტაბილიზაციისთვის, ამის შესახებ რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული “ხელშეკრულების” შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს ეუთოს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
„მოვლენების ასე განვითარებას ძალიან სერიოზული პოტენციალი აქვს დესტაბილიზაციისთვის. ეს იქნება, როგორც იყო ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობაზე განსაკუთრებული აქცენტი და განსაკუთრებული მოთხოვნა, რომ ყველა მონაწილე მხარემ განახორციელოს შესაბამისი ზეწოლა და დღეს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომოდინარე, ჩვენ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა მივაღწიოთ რუსეთის მხრიდან ამ კონკრეტულ ნაბიჯს“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
შეხვედრაზე დიპლომატებმა ასევე, საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის დეტალებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ლამბერტო ზანიერი რამდენი დღეს დარჩება საქართველოში და შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები