სპორტკომპლექს „არენას“ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება (ფოტოკოლაჟი)

სპორტკომპლექს „არენაში“ დეველოპერულმა კომპანია „არენა ლუქსმა“ ახალი კორპუსის მშენებლობის პრეზენტაცია გამართა.
„არენას“ პიარისა და მარკეტინგის დირექტორი, სოფო ხაჭაპურიძე ახალ სამშენებლო კომპლექსსა და „არენას“ სამომავლო გეგმებზე „კვირას“ ესაუბრა.11020364_408886542618619_689013497_n
მისი თქმით, „არენა ჯგუფს“ მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებასთან დაკავშირებით გრანდიოზული გეგმები აქვს.
როგორც მან „კვირას“ განუცხადა, „არენა ჯგუფის“ მიზანია იმ ახალი პროექტების განხორციელება, რომელიც „არენას“ ტერიტორიას სპორტულთან ერთად, გამაჯანსაღებელ და საცხოვრებელ დატვირთვას შესძენს.
„სპორტკომპლექს „არენაში“, როგორც „არენას“ საიმიჯო ვიდეორგოლების, ასევე, „არენა ჯგუფის“ ახალი კომპანიის „არენა ლუქსის“ ახალი საცხოვრებელი კორპუსის პრეზენტაცია გაიმართა.
„არენა ლუქსი“ დეველოპერული კომპანიაა, რომელიც „არენას“ ტერიტორიაზე მშენებლობას ახორციელებს. კომპანიას „არენას“ მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებაზე გრანდიოზული გეგმები აქვს. ძალიან დიდი პროექტები იქნება, რომელიც მოიცავს საცხოვრებელი კომპლექსებს, გამაჯანსაღებელი კორპუსების, სკოლის და ა.შ. მშენებლობას. შესაბამისად, მარტო სპორტული დატვირთვა ამ ტერიტორიას არ ექნება. ეს არის წინ მიმავალი გეგმების მქონე კომპანია, ეს არის „არენა“, – განაცხადა სოფო ხაჭაპურიძემ.
სპორტკომპლექსს „არენას“ დამფუძნებელმა გურამ გოგოლაძემ კი „კვირას“ განუცხადა, რომ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ევროპული ტექნოლოგიებით შენდება, 2016 წელს დასრულდება.
„სპორტკომპლექს „არენას“ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ხორციელდება. მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.11026447_452448404903459_157760885_n
აღსანიშნავია, რომ პროექტი გერმანული ტექნოლოგიებით ხორციელდება და 2016 წელს ძალიან ხარისხიანი კორპუსის ჩაბარებას ველოდებით“,- აღნიშნა გურამ გოგოლაძემ.
პრეზენტაციისას სპორტკომპლექსმა „არენამ“ სამადლობელი სიგელები პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს გადასცა.

ეს კომპანიებია:
„უნიქარდი“ ,

„იკაო სოლუშენზ“,

„Myreklama.ge/Creative group“ -ი ,

„სამოქალაქო პრესა“,

საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“,

„ევროპა დონა ჯორჯია“ და სხვები.

 სპორტკომპლექს „არენაში“  საღამოს უძღვებოდნენ ნინუცა მაყაშვილი და მაკა შალიკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „არენა ლუქსის“ ახალი კორპუსი როგორც საცხოვრებელ, ასევე, კომერციულ ფართებსაც მოიცავს. კორპუსის დამპროექტებელი არქიტექტორი მინდია მურვანიძეა.

961756_408886619285278_1146095786_n

961807_408886532618620_660344625_n

10997102_408886522618621_1836664023_n

11004186_408886572618616_1183909629_n

11007471_408886515951955_1609043376_n

11015772_408886569285283_459535988_n

11016470_408886609285279_2092276103_n

11020384_408886575951949_666896966_n

11022945_408886625951944_2101277693_n

11023135_408886599285280_1069099666_n

11023135_408886615951945_175778310_n

11023174_408886595951947_51477341_n

11026531_408886535951953_1235415427_n

11026552_408886519285288_1762093885_n

11039378_408886545951952_1111189163_n

11040290_408886622618611_859672625_n

11041380_408886592618614_307311266_n

11042219_408886582618615_2044168578_n

11051287_408886539285286_2135283908_n

11051309_408886562618617_914525376_n

11051440_408886579285282_943248308_n

11056713_408886525951954_1631003544_n

11056850_408886585951948_62961286_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები