როგორი ამინდებია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, შემცირდება ქარის ინტენსივობაც, ხვალიდან კი ქარი აღარ იქროლებს.
“საქართველოს იმ რაიონებში, სადაც წვიმდა, ხვალიდან ნალექი შეწყდება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 15, ხოლო აღმოსავლეთში 13 გრადუსს მიაღწევს. 7 -8 მარტს კახეთის რეგიონში ღრუბლიანობა იქნება, შესაძლოა მცირე ნალექიც მოვიდეს წვიმის სახით“, – განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.
მისივე თქმით, საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები