„მართლმსაჯულების კრიზისი 2006-2012 წლების საქართველოში“ – მოხსენება აშშ-ში გაიმართა

„მართლმსაჯულების კრიზისი 2006-2012 წლების საქართველოში“ – ამ თემაზე ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ჩატარდა, რამდენიმე ქართველი ემიგრანტი დაესწრო.zxczxczxczx
ღონისძიებას, აშშ-ში საქართველოს ელჩი არ ესწრებოდა, თუმცა, საელჩომ პრეზენტაციაზე წარმომადგენელი გააგზავნა. ვაშინგტონის სამართლის სკოლაში გამართულ პრეზენტაციაზე მოხსენებით „ახაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი იურისტი ეკა ხუციშვილი წარდგა. დარბაზში მოხსენებას ედუარდ შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლების მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში თემურ ბასილიაც ესწრებოდა. როგორც მან „კვირას“ განუცხადა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი იურისტი ეკა ხუციშვილი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, საკმაოდ ვრცელი მოხსენებით წარდგა და მის გამოსვლას დიდი მსჯელობაც მოჰყვა.
მისივე თქმით, ხუციშვილის მიერ მომზადებული დასკვნა, საქართველოში პოლიტპატიმრებს ეხებოდა. „მომხსენებელმა საკმაოდ ვრცელი და სამართლებრივად დასაბუთებული ფაქტები წარადგინა პრეზენტაციაზე. საქმე ეხებოდა, იმ პოლიტპატიმრების საკითხს, რომლებმაც საიას მიმართეს. ამ საკითხზე ეკა ხუციშვილი ჯერ კიდევ საქართველოში მუშაობდა და მან სამართლებრივად დასაბუთებული დასკვნა წარუდგინა დარბაზში მყოფ საზოგადოებას.
ჩემი აზრით, ეკა ხუციშვილი თავად მუშაობდა ამ საქმეზე, ისე პროფესიონალურად ჰქონდა შესწავლილი, რომ წარმოიდგინეთ, დარბაზში ვერავინ გააპროტესტა“, – განუცხადა „კვირას“ თემურ ბასილიამ .11026739_1551497718435133_30061177_n
Freedom House-ის წარმომადგენელმა ამორალური უწოდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლითაც ფინანსური რესურების არ ქონის მიზეზის გამო უარი ითქვა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე. დისკუსიის მონაწილეებმა მკაცრად გააკრიტიკეს არა მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმი, არამედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც, რომელმაც დღემდე ვერ შეძლო ჩამოაყალიბებინა მექანიზმი, რომ მომხდარიყო პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულებისა და დევნილების რეაბილიტაცია. დისკუსიის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, იმისათვის, რომ საქართველო გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე, აუცილებლად უნდა მოხდეს პოლიტიკური დევნილების სრული რეაბილიტაცია, მათთვის ღირსეული კომპენსაციის გადახდა და იმ დამნაშვე პირების დასჯა, ვინც ახორცილებდა ამ პოლიტიკურ დევნას. დისკუსიაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტემანტის, Freedom House-ის, American University-ს და სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები. სამწუხაროდ, ამ შეხვედრას არ დასწრებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თემურ ბასილია.
„კვირა“ ამერიკაში მყოფ ეკა ხუციშვილსაც დაუკავშირდა. „მოხსენება იმ კვლევებს ეფუძნებოდა, რომელიც არასამთავრობო სექტორმა თავის დროზე გამოაქვეყნა, ამ კვლევების თანაავტორი მეც ვარ. გარდა ამისა, გამოვიყენე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სტატისტიკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდიდან ვიხელმძღვანელე“, – აღნიშნა ეკა ხუციშვილმა.
ეკა ხუციშვილის პრეზენტაცია თემაზე – „მართლმსაჯულების კრიზისი 2006-2012 წლების საქართველოში“, კოლეჯის ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდა.11039938_1551497408435164_2133868691_n
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში 2015 წლის 2 მარტს დაიწყო. თუმცა, როგორც ეკა ხუციშვილმა „კვირას“ განუცხადა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დატვირთული გრაფიკის გამო მოხსენებაზე დასწრება ვერ მოახერხა. ამავე მიზეზით, დარბაზში არ აღმოჩნდა, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე.

იზა შააქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები