წითელაშვილი გვარებს ასახელებს – “21 მარტს სისხლიანი დაპირისპირების მოსაწყობად სააკაშვილმა 4 ზონდერი მოავლინა“

სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის დღეს დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს. როგორც მან საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, აქცია მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინიდან იმართება.
მისი განმარტებით, 21 მარტის აქცია არა საქართველოში არსებული პრობლემებით, არამედ სააკაშვილის გეგმით არის განპირობებული. ექსპერტის ინფორმაციით, სააკაშვილმა უკრაინაში „საქართველოს განმათავისუფლებელი შტაბი“ შექმნა და სწორედ ამ შტაბის საშუალებით ცდილობს საქართველოში არეულობის შექმნას. წითელაშვილის ინფორმაციით, ამ შტაბში ყოფილ პრეზიდენტს გაწვრთნილი ზონდერებისა და სნაიპერების ჯგუფი ჰყავს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებდა, ახლა კი არეულობისა და სამოქალაქო ომის პროვოცირებას საქართველოში ეცდება. „ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ 15 დღის წინ მათგან 4 პირი საქართველოში ჩამოვიდა. ისინი ყოფილ სპეცრაზმელებსა და თავდაცვის სამინისტროში ჩანერგილ მოქმედ თანამშრომლებს ხვდებიან. აქტიურ სამზადისში არიან, რომ 21 მარტს შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება მოახდინონ. შეიძლება მათ აქციის რამდენიმე მონაწილის დაჭრა, ან ლიკვიდაცია მოახდინონ, რაც საზოგადოებაში დაპირისპირებას გამოიწვევს, მოგვიანებით კი სამოქალაქო ომში გადაიზრდება. ეს სააკაშვილმა აქ მოქმედ ლიდერებს დაავალა. ეს ჩამოსული 4 ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი სპეცრაზმის თანამშრომელია: გიგა რობაქიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, შსს გორის სპეცრაზმის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, შემდეგ კი უკრაინაში სააკაშვილის შტაბში აღმოჩნდა. მირიან გოჩაძე, შსს სამინისტროს სპეცრაზმის მსროლელი იყო, რომელიც თავის დროზე სააკაშვილისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების დაკვეთით მოქმედებდა. გოგა კახნიაშვილი, ასევე სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომელი და უკრაინაში სააკაშვილის შტაბის წარმომადგენელი და გია ცერცვაძე, აგრეთვე შსს ყოფილი სპეცრაზმელი უკრაინაში სააკაშვილის შტაბის წარმომადგენელია.
მე მათი საქართველოში ყოფნისა და აქციის სამზადისის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია უკვე მივაწოდე. ეს ადამიანები დანაშაულებში არიან შემჩნეულები და მათზე სისხლის სამართლის საქმეები უნდა აღიძრას და დაისაჯონ“.
წითელაშვილის განმარტებით, სააკაშვილის მიერ შექმნილ შტაბში შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმების ყოფილი წევრების და ზონდერების მობილიზაცია უკრაინაში მოხდა. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში მათი მომზადება ხდებოდა იმისთვის, რომ უკრაინის ანალოგიური მდგომარეობა საქართველოში შექმნან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები