ქართულ და ბელორუს ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ქართულ და ბელორუს ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, ბელორუსიის დელეგაციას წარმოადგენდა მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე აგაროდნიკოვი და ჰოლდინგ “ბელნეფტეხიმ”-ის თავმჯდომარის მოადგილე ვიტალი პავლოვი. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ბიზნესსექტორები: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა; ქიმიური პროდუქცია (სასუქები); საავტომობილო ტექნიკა (საბურავები); კვების პროდუქტები (რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები); ნავთობპროდუქტები.
ბელორუსიის დელეგაციას უმასპინძლა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა ნინო ჩიქოვანმა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ბელორუს წარმომადგენლებს შორის სამომავლო ბიზნესურთიერთობების გაღრმავების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები