საბაჟო- გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო- გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. აღნიშნულის მიზეზი დარიალის ხეობაში არსებული დიდთოვლობაა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ზვავსაშიშროების გამო შეფერხებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილებაც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ზვავსაშიშროების აღმოფხვრისთანავე, საბაჟო – გამშვებ პუნქტზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები