სახალხო დამცველმა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში 20-ზე მეტი შეხვედრა გამართა

საქართველოს სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილეებმა 23-27 თებერვალს ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში აშშ სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ოცზე მეტი შეხვედრა გამართეს.
ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, სახალხო დამცველმა მათ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ. ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით ქვეყანაში პოზიტიურ ტენდენციებსა და არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესმა, კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობამ და მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობამ საქართველოში. შეხვედრებზე ხაზი გაუსვეს ასევე, შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობასა და საქართველოში შრომის უფლებების ეფექტურ რეალიზაციას. „ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინტერესებულნი არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით და, კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით, რის შესახებაც ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ“, – განაცხადა შეხვედრების შემდეგ უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები