დავით ბაქრაძე: ჯერჯერობით იმის თქმა, რომ აუცილებლად ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, ნაადრევია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან. მინისტრები რიგის სამიტის გეგმებზე საუბრობენ.
„ევროკავშირის სამსახურები იწყებენ დიალოგს, კონსულტაციას ყველა შესაბამის პარტნიორთან. ეს პარტნიორები წარმოდგენილნი იქნებიან სამეზობლო პოლიტიკის წევრი ქვეყნებით. ეს პოლიტიკა პერიოდულად ექვემდებარება გადახალისებას, განვითარებას. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ რეგიონალური კლასტერები გამოიყო და საქართველო საუბრობს უფრო აქტიურ ჩართულობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. წლის ბოლოს იქნება საბოლოო დოკუმენტი, თვითონ რიგის სამიტიც გამოყენებული იქნება გარკვეულ შუალედურ პლატფორმად“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
დავით ბაქრაძის თქმით კი, ჯერჯერობით იმის განცხადება, რომ აუცილებლად უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, ძალიან ნაადრევია. „მომზადებული შევხვდებით რიგის სამიტს, რათა პოლიტიკური გზავნილები იყოს მტკიცე და მხარდამჭრი იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მიისწრაფიან ევროკავშირისკენ. ჯერჯერობით იმის განცხადება, რომ აუცილებლად ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, ძალიან ნაადრევია“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები