“კორძაიას განსხვავებული განცხადებების მიუხედავად, ფრაქციიდან მისი გარიცხვა არ იგეგმება”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ თამარ კორძაიას გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში დაბრუნებულმა საგანელიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.
როგორც საგანელიძემ აღნიშნა, თამარ კორძაიას რიგ საკითხებზე უმრავლესობის პოზიციისგან განსხვავებული აზრი ჰქონდა და ამან ფრაქციის წევრთა გულისწყრომა გამოიწვია. თუმცა, საგანელიძემ განმარტა, რომ ფრაქციიდან კორძაიას გარიცხვა დღის წესრიგში, მისი განცხადებების მიუხედავად, არ დგას.
“ქალბატონი თამარის პოზიცია უმრავლესობის პოზიციისგანაც რამდენჯერმე იყო განსხვავებული, ამან ფრაქციაში გარკვეული გულისწყრომა გამოიწვია. ფრაქციის ბევრ სხვა წევრს ჰქონდა განსხვავებული პოზიციები კენჭისყრისას საკმაოდ პრინციპულ და მნიშვნელოვან თემებზე. ასე რომ ქალბატონი თამარი მემგონი ერთადერთი არ არის“, – განაცხადა საგანელიძემ. ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ თამარ კორძაიას შესაძლო გარიცხვის თაობაზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები