შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1963 წელს დაბადებული, სენაკში მცხოვრები მალხაზ ლ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 23-ე კილომეტრზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკისას, სალონიდან კიდევ ერთი შეკვრა ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით ამოღებული 3 გრ ნარკოტიკული საშუალება 0,742 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას მალხაზ ლ. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები