კადრები – როგორ სცემეს ირაკლი გედენიძე

ვარდების მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს. ირაკლი გედენიძე აღნიშნულ აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა, სავარაუდოდ, აქციის მონაწილემ გედენიძე პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია. ირაკლი გედენიძემ მატერიალური ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა და დაზარალებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. ვარდების მოედანზე აქცია „არა ნაცები! არა ქოცები!“ გაიმართა. აქციის ორგანიზატორები: პარტია „თავისუფალი საქართველო“ , პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორები“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ იყვნენ.

წყარო: info9

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები