ირაკლი გედენიძე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს

ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ექიმებმა მას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, თუმცა გამოკვლევების ჩასატარებლად საჭიროდ ჩათვალეს მისი კლინიკაში გადაყვანა.
ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.
ირაკლი გედენიძეს ვარდების მოედანზე აქციის „შემოულაწუნეს“ მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს.  აქციის ორგანიზატორია სამი პოლიტიკური ძალა: “რეფორმატორები”, “თავისუფალი საქართველო” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები