საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. დადგენილების პროექტი, რომელიც ასეთი კომისიის შექმნას ითვალისწინებდა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ჩავარდა. საკითხს მხარი უმრავლესობამ არ დაუჭირა. კომისიის შექმნას 55-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი სამი წავიდა, კომისიის შექმნისთვის კი, მაღალი, 76- ხმიანი კვორუმი იყო საჭირო. საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ავტორი და ინიციატორი “თავისუფალი დემოკრატები” იყო, რომელთა ინიციატივას მხარი “რესპუბლიკელების”, “ეროვნული ფორუმის”, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და “ქართული ოცნების” ცალკეულმა წევრებმა დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები