დათო ლორთქიფანიძე: გიორგი ქადაგიძის გადაყენებას მხარს დავუჭერ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელისგიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს. ლორთქიფანიძის განმარტებით, ლარის გაუფასურებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნულ ბანკს, რადგან 4 თვის განმავლობაში ლარის მერყეობას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
მისი თქმით, თუ ლარის კურსი არ გამყარდა, ფასების ზრდა იქნება გარდაუვალი.
“მუშაობს მთავრობა, სავალუტო ფონდის წარმომადგენლები არიან ჩამოსულები, ერთობლივად იქნება მიღებული ანტიკრიზისული პროგრამა და, ჩემი ინფორმაციით, კვირის განმავლობაში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში იქნება განხილვა. მე არ ვარ ამ კომიტეტის წევრი, მაგრამ აუცილებლად დავესწრები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ლარის გაუფასურებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნულ ბანკს, ეს ყველაფერი დაიწყო ნოემბერში და დაახლოებით 4 თვის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ალბათ, უახლოეს ხანში დადგება გიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში და მე მხარს დავუჭერ მის გადაყენებას”,- აცხადებს დათო ლორთქიფანიძე„ალიასთან” საუბარში.

მისი განმარტებით, აპრილში ეროვნული ბანკის ანგარიში პარლამენტს წარედგინება, დეპუტატების მხრიდან უარყოფითი შეფასების შემთხვევაში კი „ქადაგიძე ხმათა უმრავლესობით იქნება გადაყენებული “.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები