თამარ კორძაია: ერთმანეთს განსხვავებული აზრის გამო არ ვდევნით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი თამარ კორძაია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ განსხვავებული აზრის ხშირად დაფიქსირების გამო იგი შესაძლოა, ფრაქციიდან გარიცხონ. მისი განცხადებით, ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ დეპუტატები განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს არ დევნიან და სწორედ ამიტომაც არის მისთვის მისაღები ამ ფრაქციაში ყოფნა.
„შეიძლება ურთიერთმიმართ პრეტენზიები არსებობდეს. ბუნებრივია, დღეს თუ ჩემ მიმართ აქვთ, ხვალ შეიძლება სხვის მიმართ ჰქონდეთ. ეს ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ ამაზე მეტს ვერ ვიტყვი, რადგან მართლა არ ვესწრებოდი ამ სხდომას და დეტალები ნამდვილად არ ვიცი. ვინც ესწრებოდა, იმან გააკეთა კომენტარი, რომ ფრაქციის დატოვებაზე საუბარი არაა. ყოველთვის არის ფრაქციის შიგნით აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ვიღაცების პოზიციებს არ ვიზიარებთ და მე ბევრჯერ აღმინიშნავს ისიც, რომ საერთოდ ამ პარლამენტში და ამ ფრაქციაში ყოფნაც იმიტომ არის ჩემთვის მისაღები, რომ ამ ფრაქციაში ადამიანებს განსხვავებული აზრები აქვთ. ამის გამო ერთმანეთს არ ვდევნით“, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები