საქართველოს საპატრიარქო გიული ალასანიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს “პატრიარქმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია დაიბარა და მიხეილ სააკაშვილთან დააბარა, რომ “დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოს”.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, გიული ალასანია საპატრიარქოში პატრიარქის იუბილის მისალოცად იყო მისული.
“სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავისთან დაიბარა ქალბატონი გიული ალასანია, რათა მას „მიშასათვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო,” რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჭორების უმრავლესობა, ეს ინფორმაციაც მტყუან-მართლის ნაზავია: ქალბატონი გიული, მართლაც, იყო მოსული საქართველოს საპატრიარქოში იანვრის პირველ რიცხვებში, ოღონდ თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ, სხვა მოქალაქეების მსგავსად, მისი უწმინდესობისათვის მიელოცა დაბადების დღე, რასაც იგი გასულ წლებშიც აკეთებდა; ვიღაცას კი ძალიან სურს, სხვა ელფერი მისცეს ამ ჩვეულებრივ ფაქტს. სხვათა შორის, ქალბატონი გიული ალასანიას ახლობელი, ქალბატონი დარეჯან კუხიანიძეც იგივეს წერს ფეისბუქის საუთარ გვერდზე, მაგრამ რატომღაც ტირაჟირდება სხვების „სიმართლე,” მისი კი, – არა”, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები