დავით ნარმანია: თბილისის 23 ქუჩის რეაბილიტაციაზე დაახლოებით 9 მილიონი ლარი დაიხარჯა

თბილისის 23 ქუჩის რეაბილიტაციაზე დაახლოებით 9 მილიონი ლარი დაიხარჯა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.
ნარმანიამ აღნიშნა, რომ 2014 წლიდან დაიწყო და 2015 წელს გაგრძელდა 23 ქუჩის საგზაო სამუშაოების რეაბილიტაცია, რომელთა ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარს შეადგენს. მისივე განცხადებით, ამ სამუშაოების უმეტესობა უკვე დასრულებულია. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს 10 ქუჩაზე. ნარმანიამ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ზამთრის შედეგად დაზიანებული ქუჩების აღდგენა, შესასრულებელია 22 000 კვ.მეტრის სამუშაო.
მისივე განცხადებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზეც აქტიურად გაგრძელდება. სამუშაოებს კეთილმოწყობის სამსახური და მათი კომპეტენციის ფარგლებში რაიონის გამგეობები შეასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები