ეროსი კიწმარიშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ჩვენება შეცვალა

ბიზნესმენ ეროსი კიწმარიშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ჩვენება შეცვალა. სტილისტი, იოლა ბელოევა, რომელმაც მომხდარი დანაშაულის შესახებ ნანა კაკაბაძეს თავდაპირველად სხვა ინფორმაცია მიაწოდა, ჩვენება გადათქვა.

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტილისტ ვიოლა ბელოევას მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად კიწმარიშვილის მკვლელობის დღეს ავტოფარეხთან ტაქსი გაჩერდა, საიდანაც სამოქალაქო პირები გადმოვიდნენ და იმ ადგილას ჩავიდნენ, სადაც გარდაცვლილი კიწმარიშვილი იყო.
ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ, ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით ნანა კაკაბაძე და ვიოლა ბელოევა მოწმის სტატუსით დაკითხა.
აღსანიშნავია, რომ მოწმე ვიოლა ბელოევა იმ სალონში მუშაობს, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ამასთანავე, მან დაინახა თუ რა მოხდა, კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს.
მოწმის თავდაპირველი ინფორმაციით, კიწმარიშვილის საცხოვრებელ სახლთან მოვიდა მანქანა ტრაფარეტით – ტაქსი და ავტოფარეხში ჩავიდა რამდენიმე მამაკაცი, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ.
დღეს სტილისტი კამერებთან აღარ საუბრობს და მან ნანა კაკაბაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
კაკაბაძისთვის ბელოევას მიერ ჩვენების შეცვლის მიზეზი გაუგებარია. მას მიაჩნია, რომ საქმეში მოწმე ვიოლა ბელოევის ორი სხვადასხვა ჩვენება დევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები