„მერაბიშვილის და უგულავას საკუთარ მეუღლეებთან სექსს სააკაშვილი უყურებდა“

    „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, არსებობს ვიდეოფირები, სადაც ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას საკუთარ მეუღლეებთან ინტიმური კავშირია ასახული.
ელისო კილაძის ინფორმაციით, ვიდეოკამერები ყოფილი მაღალჩინოსნების საწოლ ოთახებში იყო დამონტაჟებული და იქ გადაღებული ფირები საქართველოს ექსპრეზიდენტთან – მიხეილ სააკაშვილთან სანახავად მიჰქონდათ.
„ამას წინათ ერთმა მაღალიჩნოსანმა შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა – თავად გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების შესახებაც არსებობს ვიდეოფირები, რომლებიც საკუთარ მეუღლეებთან სექსის დროს არის გადაღებული და რაც ყველაზე ამორალურია, ეს ფირები მიშასთან მიჰქონდათ. დიახ, არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ საკუთარი უახლოესი გარემოცვის წევრებსაც უღებდნენ უხერხულ სიტუაციებში. ზუსტად ვიცი, დანამდვილებით, რომ ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას და სხვა თანამდებობის პირებს საკუთარ საწოლ ოთახებში უღებდნენ და შემდეგ ეს გადაღებული მასალა მიხეილ სააკაშვილთან ხვდებოდა. საქმე გვქონდა მახინჯ, ფსიქიკურად დაავადებულ ხელისუფლებასთან და დღეს ეს ადამიანები იმიტომ არ არიან დასჯილნი, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ზოგიერთებმა სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, წილების გადანაწილება და დამნაშავეებისთვის ხელების დაფარება დაიწყეს“, – აცხადებს ელისო კილაძე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები