აუდიტის სამსახური პარტიების შემოწირულობების საკითხით დაინტერესდა

აუდიტის სახელმწიფო სამსახური პარტიების შემოწირულობების საკითხის შესწავლას იწყებს. როგორც სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენელმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა, უწყებას შემოწირულებებთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები გაუჩნდა, რის შედეგადაც მოკვლევა დაიწყო. მისივე თქმით, აუდიტის სამსახური ერთდროულად რამდენიმე პარტიის დაფინანსების საკითხს სწავლობს. „აუდიტის სამსახური თითოეული შემომწირველის სწავლობს, რომელზედაც აუცილებლად მოხდება შესაბამისი რეაგირება. ეტაპობრივად, გამოვლენილ დარღვევებივ გახდება ცნობილი. ჩვენ გვქონდა ვარაუდი, რამდენიმე პარტიის შემოწირულობასთან დაკავშირებით, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა , ეს ყველაფერი ხანგრძლივი შესწავლის პროცესია. დასკვნა აუცილებლად გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ჩვენ ვსწავლობთ რამდენიმე პარტიას, იყო კითხვის ნიშნები რამდენიმე პარტიის მიმართ, ამ ეტაპზე როგორც შემოწირულებების პროცესი გრძელდება, ასევე გრძელდება მუშაობა შესწავლის ამ კუთხითაც“ – განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა ზურაბ აზნაურაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები