ლიტვის იუსტიციის მინისტრი სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა

 ლიტვის იუსტიციის მინისტრი იუზას ბერნატონისი სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია – ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიტველ სტუმარს საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია და მუშაობის სპეციფიკა მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ და სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა გააცნეს. ლიტვის იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ორდღიანია და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მასპინძლობს. 4 მარტს დაგეგმილია მინისტრის ტური და პრეზენტაციები თბილისის იუსტიციის სახლში. ლიტვის იუსტიციის მინისტრი საქართველოში იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციისა და მუშაობის სპეციფიკის გასაცნობად ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები