ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგას – ტაავი რიივასს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგას – ტაავი რიივასს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
“ირაკლი ღარიბაშვილმა ტაავი რიივასს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა”, – აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები 1-ელ მარტს გაიმართა, რომელშიც მმართველმა “რეფორმების პარტიამ” გაიმარჯვა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები