„რიგის სამიტზე, ვიზებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს ველით“
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა რიგაში, მაისის ბოლოს დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. უსუფაშვილის თქმით, რიგის სამიტზე საქართველო ვიზების საკითხებზე მნიშვნელოვან პროგრესს ელის.
„რიგის სამიტზე ჩვენ ველით მნიშვნელოვან პროგრესს ვიზებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მნიშვნელოვან პროგრესს, რომლის შემდეგაც მხოლოდ ძალიან ტენიკური საკითხები უნდა დარჩეს. ჩვენ უნდა შევძლოთ, საქართველოს მოსახლეობას ვუთხრათ, როდის შევა ძალაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. უფრო დეტალებზე საუბრისაგან მე ახლა თავს შევიკავებ. მიდის მუშაობა, ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, ხელი შეუშალოს ევროკავშირთან ასოცირებას -არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსიც სახეზეა. რუსეთის ეს სურვილი რჩება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროპის ყველა ქვეყანასთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა ჩვენი ამოცანები რიგის სამიტზე შესრულდეს. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ”,- განაცხადა უსუფაშვილმა.