დიმიტრი ხუნდაძე : „ქართულ ოცნებაში“ გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს კანდიდატის თემაზე ჩამოყალიბებულია, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობაა, – აღნიშნული განცხადება ხუნდაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„საპარლამენტო უმრავლესობა, გარდა „ქართული ოცნებისა“, მხარს უჭერს ნინო გვენეტაძის კანდოდატურას. „ქართულ ოცნებაში“ კი აზრთა სხვადასხვაობაა. გასაკვირიც იქნებოდა, რომ დეპუტატებს ამ საკითხზე სწრაფი გადაწყვეტილება მიეღოთ და კარგად არ დაფიქრებულიყვნენ. მე მივესალმები დეპუტატების ამ სიფრთხილეს, რადგანაც, ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, რომელიც უზენაეს სასამართლოს 10 წელი უხელმძღვანელებს და ვერც შემდეგი და ვერც იმის შემდეგი პარლამენტი შეცვლის მას“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.