12 წლის გოგონას გაუჩინარების სკანდალური დეტალები

    გაზეთი „პრაიმტაიმი“ 21 თებერვალს ქუთაისში 12 წლის გოგონას გაუჩინარების სკანდალური დეტალების შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც გოგონას ოჯახის ახლობელი ჰყვება, ქუთაისში მცხოვრებმა 35 წლის მამაკაცმა – მირზამ გოგონა ჯერ კიდევ იანვარში „ოდნოკლოსნიკების“ მეშვეობით გაიცნო. გოგონას უთხრა, რომ მეუღლესთან გაშორებულია და მისი ცოლად მოყვანა სურდა. 35 წლის მამაკაცმა მ.ს-ს ცოლად მოყვანის მიზნით შეხვედრა 21 თებერვალს წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუთქვა. არასრულწლოვანი სახლიდან ჩუმად გავიდა და დათქმულ დროსა და ადგილას შეხვდა მირზას, რომელმაც არასრულწლოვანი ჯერ რესტორან „სიმონეთში“ მიიყვანა, ვითომდა დაოჯახების აღსანიშნავად, სადაც მას რამდენიმე ჭიქა კონიაკი შეასვა, მოგვიანებით კი – ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში. „როგორც ირკვევა, აქ უკვე ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი. მართალია, ბავშვს უთქვამს, რომ ის საკუთარი ნებით გაჰყვა ამ კაცს, რადგან თითქოს დაქორწინებას აპირებდნენ, მაგრამ ხომ გესმით, ეს 12 წლის ბავშვია, ის ამხელა კაცი. როგორ შეიძლება, ასე მოექცე ბავშვს. ასეთი პიროვნება ლინჩის წესით უნდა გაასამართლო. წარმოიდგინეთ, ბავშვი იმ დონეზე დაარწმუნა, ცოლად უნდა მოგიყვანოო, რომ თავისი ფეხით გაჰყვა. თურმე ჰპირდებოდა, საბერძნეთში წაგიყვან და იქ ვიცხოვრებთო,“ – ამბობს ოჯახის ახლობელი, რომლის თხოვნითაც „პრაიმტაიმი“ მის ვინაობას არ ასახელებს. გარდა ამისა, რესპონდენტის მონაყოლიდან ირკვევა, რომ გოგონას კამათი მოვიდა მირზას დედასთან, რა დროსაც არასრულწლოვანს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. შეგახსენებთ, რომ გაჩინარებული გოგონა პოლიციამ ქუთაისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იპოვა და მშობლებს ჩააბარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები