“ყაზტრანსგაზ-თბილისი”: იურიდიულ პირებს ბუნებრივი გაზი არ გაუძვირდებათ
იურიდიულ პირებს ბუნებრივი გაზის საფასური არ გაუძვირდებათ და ძალაში რჩება ტარიფი, რომელიც 1-ელ მარტამდე მოქმედებდა, – ამის შესახებ განცხადებას კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.
“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის (იურიდიული პირები) მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება და ძალაში რჩება 2015 წლის 1 მარტამდე მოქმედი ტარიფი. კომპანია აგრძელებს კონსულტაციებს. შედეგები გეცნობებათ დამატებით”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.