„ვანო მერაბიშვილს ურჩევნია, რაც შეიძლება დიდხანს იჯდეს ციხეში “

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს აფასებს. „26 მაისის მსგავსი არაფერი მინახავს“, – აცხადებს დიმა ჯაიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, 26 მაისის აქციის დარბევის გადაწყვეტილებას მხოლოდ მერაბიშვილი ვერ მიიღებდა და მთავარი დამნაშავე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. „ვანო მერაბიშვილის ეს ოთხწლიანი სასჯელი დაცინვაა და მეტი არაფერი. ეს სულში ჩაფურთხებაა იმ მოკლული ქართველებისთვის, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ – უბრალოდ მშვიდად იდგნენ რუსთაველზე და პროტესტს გამოხატავდნენ… პატარა ბავშვი არ ვარ, თავს არაერთი უბედურება გადამხდენია, მაგრამ 26 მაისის მსგავსი არაფერი მინახავს. მე კინოთეატრ „რუსთაველში“ შევარდნილ ხალხში მოვხვდი და რაც იქ ვნახე, თავი საშინელებათა ფილმში მეგონა. ვანო მერაბიშვილმა დაავალა არარაობებს, უსასტიკესად დაერბიათ ხალხი. იცით, რას ვფიქრობ? ვანო მერაბიშვილს ურჩევნია ციხეში რაც შეიძლება დიდი ხანი იჯდეს, რადგან მის დასაკლავად გამზადებული უზარმაზარი ხალხის რიგი დგას უკვე! ეს უბედური ვანო ხომ ვერ გაბედავდა 26 მაისს რუსთაველზე სისხლის მდინარეების დაყენებას, მიშიკოს ბრძანება, რომ არა?! “- აცხადებს ჯაიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში და პროკურატურას მოუწოდებს, რომ 26 მაისის აქციის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები