კახა თარგამაძე: მიშას ნება რომ მისცე, ხვალვე გაახვევს სისხლში საქართველოს

საქართველოს შს ყოფილი მინისტრი ხელისუფლებას მიმართავს და სთხოვს, რომ საქართველოში უკრაინის მოვლენები არ განმეორდეს.
როგორც კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენოს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას არ წამოეგოს. მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ინტერვიუში კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. მისი თქმით, სააკაშვილს ამჟამად საკუთარი ინტერესები ამოძრავებს, რათა წართმეული მილიარდები უკან დაიბრუნოს.
„იმ ქვეყანას რა ვუთხარი, საქართველოდან გაძევებული სააკაშვილი და მისი ბანდა რომ შეიფარა. მეტიც, ქვეყანას ამართვინებს?! ქვეყანა კი არა საშინელებაა! ცხადია, ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს – სურთ, საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს! დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა ივაჟკაცოს, რომ ეს არ დაუშვას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო უკრაინად არ იქცეს! მიშა ყველაფერზე წამსვლელია, ნება რომ მისცე, ხვალვე გაახვევს სისხლში საქართველოს, ვინც არ უნდა თქვას და რაც არ უნდა თქვას, 2008 წელს ომი სწორედ სააკაშვილმა დაიწყო. ამ კაცმა დაგვღუპა და უარესად უნდა დაგვღუპოს, რათა მილიარდები მოიხვეჭოს და საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს“, – ამბობს კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შს ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილისნაირი „თაგვი“ კაცობრიობას არ ჰყოლია.
„გასაგებია, რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, მაგრამ ყველა ცოდვას ნუ ავკიდებთ მას, შეიძლება ამ ხელისუფლებას აქვს შეცდომები, მაგრამ გვერდით უნდა დავუდგეთ! ან იქნებ უკეთესი ვარიანტი გეგულებათ?! თუ მიშას ფაშიზმი მოგენატრათ? სააკაშვილზე დიდი თაგვი კაცობრიობის ისტორიას არ ჰყოლია! მღრღნელი, მჭამელი, გამფუჭებელი, გამადგურებელი – ყველაფერი თვითონ არის. თაგვებზე ლაპარაკობს ეს მართლა ვირთხა?! ვიდრე შევარდნაძეს სახელს ახსენებს, ამ ნაძირალამ პირში წყალი გამოივლოს! მაპატიოს, გარდაცვლილ ადამიანზე რომ ვსაუბრობ, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის ბრალია, ეს ნაძირალები თავის დროზე რომ არ მოიცილა თავიდან. სულ მაგას ვედავებოდი, მიუჩინეთ თავისი ადგილები- მეთქი, შევარდნაძის საკააშვილთან შედარებაც კი შეუძლებელიაა. უნიჭიერესი კაცი იყო“, – აცხადებს კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები