ზურაბ აბაშიძე: კულუარული ინფორმაციები ხანდახან პროვინციალიზმში გადადის

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან აფხაზეთის რკინიგზაზე საუბარი არ ყოფილა. აბაშიძის შეფასებით, კულუარული ინფორმაციები და შეთქმულების თეორიები ხანდახან პროვინციალიზმში გადადის.
“კულუარული ინფორმაციები და შეთქმულების თეორიები ჩვენში რომ უყვართ, ისე არსად და მერე ეს ხანდახან გადადის პროვინციალიზმში. მე შეხვედრის დასრულებისთანავე ვთქვი, რომ არანაირი კონკრეტული, დეტალური განხილვა რკინიგზის აღდგენის შესახებ არ ყოფილა. კულუარული შეხვედრები რომ გვინდოდეს, რაღა პრაღაში შევხდებით ვინმეს. მე ვერ ვხედავ მათ განსაკუთრებულ დაინტერესებას, მაგრამ არანაირი კონკრეტული განხილვა არ ყოფილა”,- აღნიშნა აბაშიძემ.
პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრის დაწყების წინ კარასინმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განხილვის თემა აფხაზეთის რკინიგზის საკითხიც იქნება, თუმცა დასძინა, რომ რკინიგზის თემის განხილვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები