„სააკაშვილი კიევის ბარში სექსსკანდალში გაეხვია!“

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილი, კიევში, სექსსკანდალში გაეხვია,- ამის შესახებ გაზეთი ,,კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში წერს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა კიევის ბარში მოხდა, როცა სააკაშვილმა ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილს მასთან ღამის გატარება შესთავაზა, რის შემდეგაც სააკაშვილმა სამთავრობო წრეების წარმომადგენლებისგან შენიშვნაც მიიღო.
„ნაცოძრაობასთან“ დაახლოებულმა წყაროებმა „კვირის ქრონიკას“ სააკაშვილის უკრაინული ცხოვრების შესახებ მეტად საყურადღებო ამბები შეატყობინეს.
„რასაც მოგახსენებთ, ცხადია, ,,ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურმა ლიდერებმა ისევ იმ თანაგუნდელებისგან იციან, ვინც უკრაინაში მუშაობს. რამდენიმე დღის წინ, მიშა და უკრაინაში პორტირებული რამდენიმე მაღალჩინოსანი კიევის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბარში შეკრებილან. წყარო აცხადებს, რომ იქ იმყოფებოდა უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გია გეწაძე, დანარჩენი ქართველების ვინაობას კი ვერ ასახელებს. რამდენიმესაათიანი მოლხენის შემდეგ, სააკშვილი გვარიანად გამომთვრალა და ბარში ერთ-ერთი ლამაზმანისთვის დაუდგამს თვალი. ამ გოგონასთან საკუთარი დაცვის წევრი მიუგზავნია და ერთი ღამის გატარება შეუთავაზებია. უცხო გოგონას მიშას დაცვის ბიჭისთვის სილა გაუწნავს, მერე კი ბარის დაცვის თანამშრომლები მოუხმია. სააკაშვილი, გია გეწაძე და მათი თანმხლები ქართველები დაცვას ბარიდან გამოუყრია და მათი მაღალ-მაღალი პოსტები საერთოდ არ გაუთვალისწინებია“,- წერს გაზეთი.
გამოცემის ცნობითვე, მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა, რომელსაც სააკაშვილმა ერთი ღამით სექსი შესთავაზა, უკრაინაში მეტად გავლენიანი ბიზნესმენის შვილი ყოფილა.
„ეს ბიზნესმენი წარსულში პეტრო პოროშენკოს ბიზნესპარტნიორიც გახლდათ. ბარის მფლობელებმა ეს ყველაფერი ჩინებულად იცოდნენ და იმიტომაც იყო, რომ ქართველი სტუმრების მაღალ-მაღალი პოსტები ფეხებზე დაიკიდეს, ეს სკანდალი უკრაინის სამთავრობო წრეებში გახმაურებულა და სააკაშვილისთვის რამდენიმე მაღალჩინოსანს მიუთითებია, ცოტა წესიერად მოიქეცი, აქ საქართველო არ გეგონოს, თორემ დიდ შარში გაეხვევიო, მეორე დღესვე მისი წარმომადგენლები ბარს ეწვივნენ და მის მფლობელებს სთხოვეს, ეს ამბავი არ გაეხმაურებინათ. თავად სააკაშვილს კი, უკრაინის ბიზნესმენის ქალიშვილისთვის დაურეკია, ბოდიშიც მოუხდია და ყვავილებიც გაუგზავნია, მივქარე და მაპატიეო“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები