ნიკოლოზ ვაშაკიძე “ნაციონალების” დაანონსებულ აქციას “საფრთხის შემცველს” უწოდებს

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტისთვის დაანონსებულ აქციას ეხმაურება.
ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში რადიკალური, ხალხმრავალი აქციები დიდ საფრთხეს შეიცავს, რადგან საქართველო როგორც სახელმწიფო არ არის კუნძული და ნაწილობრივად “არანორმალური სამეზობლო“ ჰყავს. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე განმარტავს, რომ ჩვენი შიდაპოლიტიკური პროცესები ძალზედ დიდი გარეშე საფრთხის პირობებში მიმდინარეობს და გარეშე ძალა ძალზედ ინტენსიურად არის ფარულად ჩართული ჩვენს შიდა პოლიტიკაში.
“მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო 21 მარტისთვის დაანონსებულ აქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” მიერ გატარებული პოლიტიკა და მმართველობა ზიანს აყენებს ქვეყანას, მიმაჩნია, რომ რადიკალური, ხალხმრავალი აქციები ახლა დიდ ხიფათს შეიცავს, რადგან ჩვენ, როგორც სახელმწიფო, არა ვართ კუნძული და ნაწილობრივად არანორმალური სამეზობლო გვყავს. ანუ, ჩვენი შიდაპოლიტიკური პროცესები ძალზედ დიდი გარეშე საფრთხის პირობებში მიმდინარეობს და გარეშე ძალა ძალზედ ინტენსიურად არის ფარულად ჩართული ჩვენს შიდა პოლიტიკაში.
ამიტომ, მიმაჩნია: თუ ეს ერთჯერად აქციად არის ჩაფიქრებული, რომ ხელისუფლებას დაანახონ მისადმი ხალხის პროტესტი და უკმაყოფილება, კიდევ არუშავს. თუ ეს არის ხანგრძლივი მასობრივი საპროტესტო სეზონის გახსნის მცდელობა, ეს არის უკიდურესად საშიში ქვეყნისთვის. ქვეყანა გატენილია რუსეთის აგენტურით და გეგმებიც შემუშავებულია. პუტინი ზუსტად იმას ელოდება, რომ სიტუაცია აირიოს. როგორც კი მღელვარება კონტროლს გაცდება მთელი მისი შემზადებული სქემები ამუშავდება და უბედურება დატრიალდება. ამაზე პასუხისმგებელი “ქართული ოცნებაც“ და “ნაციონალური მოძრაობაც“ იქნებიან ერთად“, -წერს ვაშაკიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები