მანანა კობახიძე: უმრავლესობამ „ნაციონალური მოძრაობის“ შოუში მონაწილეობა არ მიიღო
საპარლამენტო უმრავლესობამ „ნაციონალური მოძრაობის” შოუში მონაწილეობა არ მიიღო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ რიგგარეშე სხდომის ჩაშლის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, სამმა დეპუტატმა, რომლებიც პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე გამოცხადდნენ, იქ მისვლით, სავარაუდოდ, მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
„საპარლამენტო უმრავლესობამ „ნაციონალური მოძრაობის” შოუში მონაწილეობა არ მიიღო. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოვიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები დღეს პარლამენტში, ალბათ, მათ ჩემ მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს”,- განაცხადა მანანა კობახიძემ.
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ის სხდომაზე იმ მიზეზით მივიდა, რომ ენახა, საუბარი საქმეს შეეხებოდა თუ სანახაობა დაიდგმებოდა. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა.