ბიძინა ივანიშვილის დაანონსებულ გადაცემას არჩილ გამზარდია წარუძღვება

„ამჟამად, პროექტ „20/30“-ზე – კვირის ანალიტიკურ გადაცემასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს – ამის შესახებ „კვირას“ ანალიტიკოსმა და გადაცემის წამყვანმა არჩილ გამზარდიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე გადაცემის ფორმატთან დაკავშირებით მომდინარეობს კონსულტაციები.
„ამ ეტაპზე კონსულტაციები, კერძოდ, ფორმატთან დაკავშირებით მიმდინარეობს. გადაცემა ეთერში ყოველ სამუშაო დღეს გავა და მას ჟურნალისტი მაკა ცინცაძე გაუძღვება, კვირას კი, შემაჯამებელ, ანალიტიკური ხასიათის გადაცემას მე წარვუძღვები. გადაცემის პროდიუსერი კი ვასილ მაღლაფერიძეა“, – აცხადებს არჩილ გამზარდია. ვასილ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადაცემის ეთერში გასვლის თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. პროექტს მაყურებელი GDS-ის ეთერში, 20:30 საათზე იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები