დავით ნარმანია საგაზაფხულო რგვების წინ მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები დენდროლოგიურ პარკში, საგაზაფხულო რგვების წინ მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, საგაზაფხულო რგვებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ამოღებულია ორმოები, შემოღობილია ტერიტორია. “მარტიდან დაიწყება მასიური გამწვანება არა მხოლოდ დენდროლოგიური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ დიდ დიღომშიც. გარდა ამისა, საქართველოს განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით, ხეები დაირგვება საჯარო სკოლების ეზოებშიც”, – განაცხადა თბილისის მერმა.
დენდროლოგიურ პაკში ამ დროისთვის უკვე შემოღობილია დაახლოებით 23 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ამოღებულია 50 ათასამდე ორმო და ტერიტორია მომზადებულია საგაზაფხულო რგვებისთვის. ორმოების ამოღება, ტერიტორიის შემოღობვა და შემდგომში დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა სოფლის მეურნეობის შპს „მექანიზატორთან“ და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ შპს „მცენარეთა დაცვის საწარმოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ხორციელდება. თბილისის დენდროლოგიური პარკი 1956 წელს დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები