„ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებული რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. რეგლამენტის შესაბამისად, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა, ის ჩაშლილად გამოაცხადა. სხდომის ჩასატარებლად პლენარულ სხდომათა დარბაზში მინიმუმ 76 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, თუმცა პირველ ჯერზე რეგისტრაცია პარლამენტის 42-მა წევრმა, მეორედ – 41-მა, მესამედ კი – 42-მა წევრმა გაიარა.
სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობა” თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, თუმცა მას უმრავლესობის წევრთა უმრავლესობა არ ესწრებოდა.
სხდომა საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით იყო მოწვეული. მასზე კანონმდებლებს ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ კრიზისსა და მისი დაძლევის გზებზე უნდა ემსჯელა.
“ნაციონალური მოძრაობა” სხდომაზე ხელისუფლებისთვის 36-პუნქტიანი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის შეთავაზებასაც გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები