პრემიერი: შეძრული ვარ იმ საზარელი ტრაგედიით, რომელიც მოსკოვის ცენტრში დატრიალდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.
როგორც ქვეყნის პრემიერი აცხადებს, ამ სასტიკი დანაშაულის ჩამდენები გამოაშკარავდებიან და კანონის წინაშე პასუხს აგებენ.
“შეძრული ვარ იმ საზარელი ტრაგედიით, რომელიც მოსკოვის ცენტრში დატრიალდა – მოკლულია ერთ-ერთი თვალსაჩინო რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. კატეგორიულად ვგმობ ამ საშინელ ძალადობას, იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩამდენები გამოაშკარავდებიან და პასუხს აგებენ კანონის წინაშე. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ რუს ხალხს”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი წუხელ მოსკოვის ცენტრში, მოსკვორეცკის ხიდზე მოკლეს. მას ავტომობილიდან რამდენჯერმე ესროლეს. ოთხი ტყვია ნემცოვს ზურგში მოხვდა. მიღებული ჭრილობებისგან ის ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები