“პოზიცია”: მივმართავ ეროვნულ ბანკს – დაუწესეთ საბანკო სექტორს რეგულაციები

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის” ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი ეროვნულ ბანკს მიმართავს და მოუწოდებს, საბანკო სექტორს საზოგადოებისთვის მისაღები რეგულაციები დაუწესოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართვას ადამაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და “რიკო კრედიტის” დამფუძნებლის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ლაშა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ კომპანიამ “5 მილიონიანი მოგება ხალხის გაღატაკებიდან მიიღო”.
“ეს არის ქვეყნის ტრაგედია!!! ეროვნული ბანკი – გძინაააააააავს?!! ბიზნესი მოგების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ არა ერის გაღატაკების ხარჯზე!!!! უახლოეს მომავალში არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” დოკუმენტების სახით წარმოადგენს სქემას, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ კანონდარღვევით საქმიანობებს ასახავს. ისედაც პოლიტიზებული და ფსიქოლოგიურად განადგურებული ხალხი, ნამდვილად არ იმსახურებს გაღატაკების ხარჯზე მილიონები იშოვოთ!!!!! მივმართავ ეროვნულ ბანკს – დაუწესეთ საბანკო სექტორს ისეთი რეგულაციები, რომ მოგებაც ნახოს, საზოგადოება წნეხის ქვეშ არ მოექცეს და ქვეყანას მიეცეს განვითარების საშუალება. ეს თქვენი პრეროგატივაა!!! მარტო საკუთარ ჯიბეზე ყურება და “ნაციონალურ მოძრაობასთან” პოლიტიკურად პასუხისმგებლობა ანადგურებს საქართველოში არსებულ თითოეულ ოჯახს!!!” – წერს ადამაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები