ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება
ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი – 52-ე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა ერგნეთში 11:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის მონაწილეები 21 იანვრიდან 26 თებერვლამდე მომხდარ ინციდენტებსა და წინა შეხვედრაზე დაყენებულ რამდენიმე საკითხს განიხილავენ. ქართული მხარე ასევე, დააყენებს ცხინვალის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლების მიერ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხებს. შეხვედრაზე ასევე, იმსჯელებენ გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებზე, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხზე და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე.