ინტერპარტიულმა ჯგუფმა და არასამთავრობოებმა საარჩევნო სისტემაზე იმსჯელეს
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა საარჩევნო სისტემის პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეები საარჩევნო სისტემიდან მაჟორიტარული წესის ამოღებას ითხოვენ და თვლიან, რომ კანდიდატების არჩევა პროპორციული წესით უნდა მოხდეს.
როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, კონსულტაციებში მონაწილეობაზე „ქართული ოცნებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ წარმომადგენლები ამ დრომდე უარს აცხადებენ. არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს საარჩევნო რეფორმის შესახებ კონსულტაციებში ჩართვისკენ მოუწოდებს.