“გაბრაზებულმა მოქალაქემ “უკრაინის საელჩოსთან აქცია გამართა
“გაბრაზებული მოქალაქე“ დღეს უკრაინის საელჩოსთან მივიდა და აქცია გამართა. გია კორკოტაშვილის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ არ მოსწონთ უკრაინაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების პოსტებზე დანიშვნა. მათ დღეს ელჩს წერილი გაუგზავნეს. “ნაციონალური მოძრაობა“ არის სიმსივნე, რომელიც ჩვენ ვერ მოვიცილეთ და თქვენ რატომ იმართებთ, უკრაინელო ხალხო, არ გვესმის. არაესთეტიკურია ის, რომ საქართველოში ძებნილი დამნაშავე ადამიანები უკრაინაში მმართველ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ“,-განაცხადა გია კორკოტაშვილმა.