ბაციკაძე აპირებს, ვასაძეს სასამართლოში უჩივლოს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი ვიცე-სპიკერი უმაღლესი საბჭოს წევრებს მედეა ვასაძესა და მურმან დუმბაძეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში ადანაშაულებს.
დავით ბაციკაძის განცხადებით, ის აპირებს, ვასაძეს უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისათვის სასამართლოში უჩივლოს.
„სულ ცოტა დაგვრჩა, მე ჩემს ადვოკატებთან ერთად ვასრულებ იმ საჩივარს, რომელიც პროკურატურაში უნდა შევიტანო. სარჩელს პროკურატურაში რამდენიმე დღეში შევიტან. გარდა ამისა, სამოქალაქო გზითაც ვაპირებ დავას და ქალბატონ მედეას აუცილებლად ვუჩივლებ პირადი ღირსების შელახვისთვის, რადგან მან ეთერით რამდენჯერმე გააკეთა განცხადებები, რაც, ვფიქრობ, იყო პირადი პატივის შელახვა. მისი განცხადებები მკვეთრად ეხებოდა ჩემს ღირსებას. ამიტომ პირადი ღირსების შელახვისთვის ვუჩივლებ“, – განაცხადა ბაციკაძემ.
ბაციკაძე ვასაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი საჩივრის შეტანას აპირებს. ამჯერად საქმე მისი პირადი ღირსების შელახვას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები