სასჯელაღსრულების სამინისტროში ევროკავშირის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სისტემის თანამშრომლთათვის ევროკავშირის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრეს.
„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ხელმძღვანელი ელენე გოცაძე პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს საქართველო – ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდა, მან ასევე ისაუბრა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივის თაობაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ღონისძიებებს, რომელსაც პენიტენციურ სისტემაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ევროკავშირის მხარდაჭერითა და რეკომენდაციებით ახორციელებს. განიხილეს ის ძირითადი ვალდებულებებიც, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის თანახმად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აქვს და რომლის განხორციელებაც 2017 წლამდე ეტაპობრივად მოხდება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესს კვლავაც გააგრძელებს. წლის მანძილზე საინფორმაციო შეხვედრები სისტემის თანამშრომლებთან, მსჯავრდებულებთან და ბრალდებულებთან იგეგმება.