სოზარ სუბარი: მინისტრის ხელფასი წამყვანი ჟურნალისტის და მენეჯერის ხელფასზე ნაკლებია

დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, მინისტრის ხელფასი წამყვანი ჟურნალისტის და მენეჯერის ხელფასზე ნაკლებია, – აღნიშნულის შესახებ მან მინისტრებისა და მათი მოადგილეების სახელფასო დანამატების თემაზე საუბრისას განაცხადა.
„ყველა მინისტრს აქვს ერთი და იგივე რაოდენობა – 5000 ლარი ხელზე აღებული ხელფასი, პლუს დანამატი. რომ შევადაროთ, რას იღებს წამყვანი ჟურნალისტი, ან რომელიმე კომპანიის მენეჯერი, გაცილებით ნაკლებია მინისტრის ხელფასი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები