ლია ელიავა: სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ, რა შემოსავალს იღებს ეროვნული ბანკი

ექსპერტი ლია ელიავა აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი არანაირ ღონისძიებას არ მიმართავს, რათა ლარის კურსთან დაკავშირებული რთული მდგომარეობა გამოასწოროს – ამის შესახებ ექსპერტი გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში საუბრობს. ~ ლია ელიავა სამართალდამცავებს ურჩევს, ეროვნული ბანკის საქმიანობით დაინტერესდნენ.
,,ნაციონალების“ მმართველობის დროს ეროვნული ბანკი ლარის კურსის შესაჩერებლად საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავდა, მაგრამ, 2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, რატომღაც აღარ ხარჯავს. მიაქციეთ ყურადგება, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, სავალუტო რეზერვებს ერთ წელზე მეტი ვაგროვებდით და ამის ხარჯვას არ ვაპირებთო. მე ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები არასდროს მომისმენია, დღეს ეროვნულ ბანკს აქვს ძალიან ცოტა სავალუტი რეზერვები, 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარი ჩადებული აქვთ ოფშორებში გაურკვეველი წარმომავლობის ფირმების ანგარიშებზე და ასევე, ფასიან ქაღალდებში. აქ უკვე სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ, კონკრეტულად სადაა ჩადებული საქართველოს ეროვნული სიმდიდრე, ვინ სარგებლობს და რა შემოსავალს იღებს ეროვნული ბანკი? ფატობრივად, დღეს ეროვნულ ბანკს რეზერვები არ გააჩნია, რომ ლარის კურსის ვარდნა შეაჩეროს. აი, ეს არის სრული სიმართლე. ეროვნულ ბანკში აუდიტის სამსახური სასწრაფოდაა შესაშვები. იქ რაღაც სასწაულები ხდება, ფაქტობრივად, იკვეთება დანაშაული, გიორგი ქადაგიძემ ლარის კურსის ვარდნა შეგნებულად დაუშვა. პრაქტიკულად, ეროვნული ბანკი ყოველგვარი კონტროლიდან გამოსულია. ამასთან, სანამ ეროვნული ბანკი იქნება სახელმწიფო სახელმწიფოში, კრიზისული სიტუაცია ყოველთვის გვექნება“,- მიიჩნევს ექსპერტი.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, მთელი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკის ეკისრება.
,,ეროვნულმა ბანკმა თავისი პრობლემები, ძირითადად, მთავრობას გადააბარა. მე არ ვამბობ, რომ მთავრობაში ანგელოზები სხედან, მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ქადაგიძეს“,-განაცხადა ლია ელიავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები