ირაკლი კობახიძე: ,,ქართულ ოცნებას“ მოქმედი კონსტიტუციის მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლია

პარტია ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია იდეოლოგიური პლატფორმის ჩამოყალიბებაზე მუშაობს – ამის შესახებ ირაკლი კობახიძე გაზეთ ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს. კობახიძის თქმით, ,,ქართულ ოცნებას“ მოქმედი კონსიტუციის მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლია. ,,არსებული მდგომარეობა სიღრმისეულად უნდა გავაანალიზოთ და სამომავლო სამოქმედო გეგმაც ამის მიხედვით დავსახოთ. პარტიის სტრატეგია მალე შემუშავდება და, რაც მთავარია, მისი განხორციელების შედეგებს საზოგადოება მალე იხილავს. ისევ ითვლება, რომ 2010 წელს მიღებული და სააკაშვილზე მორგებული საკუნსტიტუციო მოდელი მახინჯი და არადემოკრატიულია. ,,ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო რეფორმის გატარებასაც შეეცდება. ამისთვის პარლამენტის სამი მეოთხედის მხარდაჭერაა საჭირო, რისი მიღწევაც ძალიან რთულია. თუ ,,ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს ისეთ ცვლილებებს, რომელიც დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ეს იქნება ,,ნაციონალების“ პასუხისმგებლობა“,- ამბობს ირაკლი კობახიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები