„მარგველაშვილი კიევში სააკაშვილს შეხვდა“

ორგანიზაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ ხელმძღვანელის გრიგოლ გაგნიძის ინფორმაციით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში ვიზიტისას, სადაც მან ,,ღირსების მარშში“ მიიღო მონაწილეობა, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. გაგნიძე ამის შესახებ გაზეთ ,ალიასთან“ ინტერვიუში საუბრობს გაავრცელა.
,,მარგველაშვილსა და სააკაშვილს ძალიან ცოტა ხანს უსაუბრიათ. როგორც მითხრეს, შეხვედრას სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები ესწრებოდნენ, მაგრამ არ იყვნენ ე.წ. ცნობილი სახეებიო. არ ვამტკიცებ, არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ საუბარი უნდა ყოფილიყო იმაზე, რომ მარგველაშვილმა პარლამენტთან ჭიდილი გააგრძელოს“,-აცხადებს გაგნიძე.
მისივე თქმით, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე არსებული ინფორმაცია სანდოა.
,,ინფორმაცია მიღებული მაქვს უკრაინელი ჟურნალისტისგან, ის სულ სააკაშვილის ახლოს ტრიალებდა იმ პერიოდში და შესაბამისად, მისი გადაადგილების შესახებ ბევრი რამ იცის.
ამ ჟურნალისტმა მითხრა, რომ სააკაშვილსა და მარგველაშვილს შორის საუბარი იყო მცირეხნიანი, რათა ჟურნალისტების არეალში არ მოხვედრილიყო, რაც საქართველოში აჟიოტაჟს გამოიწვევდაო“,-ამბობს გაგნიძე.
ამასთან, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, უკრაინელი ჟურნალისტები და უფლებადამცველები სერიოზულად დაინტერესდნენ სააკაშვილის ძველი და ახალი საქმიანობით და ჟურნალისტურ გამოძიებას აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები