გიორგი ხელაია თანამდებობაზე რჩება
თბილისის მერის მოადგილის გიორგი ხელაიამ თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მის თანამდებობიდან წასვლას შეეხებოდა.
ხელაიას განცხადებით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
“გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე დავტოვე თანამდებობა. ეს არის აბსოლუტური დეზინფორმაცია. ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გავუწბილე იმედები. მე ვრჩები თანამდებობაზე. არანაირი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება არ მიმიღია და ვასრულებ ჩემზე დაკისრებულ ფუნქციებს”, – აღნიშნა გიორგი ხელაიამ.